თავში

"დადასტურებული ინფორმაცია მაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"დადასტურებული ინფორმაცია მაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი
დადასტურებული ინფორმაცია მაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ გუნდს საარჩევნო კამპანია უფულოდ ჩაატარებინა. 

როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდში არავის სჯერა, რომ ჩამოვა.

"დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას. შიდა საუბრებიდან ვიცით, რომ მისი ნათქვამი იყო, რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებას, იმიტომ, რომ მაინც რა უნდა შეიცვალოს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მან ფული არ მისცა, მოპარული ფული არ მისცა საკუთარ გუნდს. რამენაირად რომ აეხსნა და კომპენსირება გაეკეთებინა საკუთარი გუნდის თვალში, რომ ისევ დარჩენილიყო ლიდერად და მელიას არ ჩამოერთმია პარტია და ლიდერობა ბოლომდე, ეს მორიგი იაფფასიანი ფანდი გაათამაშა. ინფორმაცია რომც არ მქონდეს, ძალიან მარტივად იკითხება ამ პრიმიტიული ადამიანების ქმედებები და მეორე - დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. უფრო მეტს გეტყვით, არავის სჯერა და მასაც არ სჯერა, რომ ჩამოვა, თვითონაც ამბობენ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა და ჩამოვიდეს, რას იმუქრება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system