თავში

დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოვაწერთ და კომპენსაციას გადავუხდით - ენმ

დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოვაწერთ და კომპენსაციას გადავუხდით - ენმ
დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოვაწერთ და კომპენსაციას გადავუხდით - ენმ

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქციებზე აკავებენ, კომპენსაციას გადაუხდიან, მათ მიმართ დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება. აღნიშნულის შესახებ ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქციებზე ადამიანებს უკანონოდ აკავებენ, რაც მისივე თქმით სისხლის სამართლის დანაშაულია.

როგორც მან აღნიშნა, ყველა აქტივისტის დაკავების ვიდეომასალა დაარქივებულია და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საქმეებს ინდივიდუალურად გადახედავენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება - როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებული იყვნენ აქციაზე პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი. ასევე ყველა პირი, ვინც აქციაზე გამოხატვის თავისუფლებისთვის უკანონოდ დააკავეს, ამ ადამიანებს გადაეხდებათ კომპენსაციის სახით ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა ქართულმა ოცნებამ. ასევე, ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე უკანონოდ დააკავეს, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია", - თქვა ხაბეიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system