თავში

დანაპირები შევასრულე - ბიძინა ივანიშვილი

დანაპირები შევასრულე - ბიძინა ივანიშვილი
დანაპირები შევასრულე - ბიძინა ივანიშვილი

2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ,,პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს მისი დახმარება სჭირდებოდა.

„მე მოვედი იძულებით, რადგან სჭირდებოდა ქვეყანას. არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს გამკლავებოდნენ, ჩემი დახმარებაც დასჭირდათ და ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი. ერთი წლის შემდგომ, პრეზიდენტსაც დაუმთავრდა თავისი ვადა, წავიდა და მეც გადავდექი, როგორც დავპირდი საზოგადოებას.

ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც. რასაც ვამბობდი, იმას ვაკეთებდი, ეს მჩვევია. ოპონენტები ამას ვერ შეეგუენ და რაღაცებს იგონებდნენ, მაგრამ არაფერი ამით არ დამირღვევია. ამასაც არ ეწოდებოდა არაფორმალური, რადგან რჩევების მიცემა არავის აუკრძალავს, თანაც გუნდისთვის. გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“ და მქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის თამასა დაეჭირა, რაც ჩვენ დავაწესეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ცნობისთვის, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system