თავში

დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ დიდი იმედი გააჩინა - გიგი წერეთელი

დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ დიდი იმედი გააჩინა - გიგი წერეთელი
დანიელსონის მეორედ ჩამოსვლამ დიდი იმედი გააჩინა - გიგი წერეთელი

დანიელსონს მეორედ ჩამოსვლამ გაცილებით დიდი იმედი გააჩინა, რომ შესაძლებელია შეთანხმება შედგეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკაში კომპრომისი მიღებულია და ის სისუსტის ნიშნად არ შეიძლება აღიქვას ვინმემ.

"ეს ქრესტომათიული სიმართლეა. დიპლომატია და პოლიტიკა სწორედ ამით ხასიათდება, საჭირო დროს საჭირო კომპრომისები უნდა გაკეთდეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

გიგი წერეთლის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც საუბარი ისევ მოუწევს, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი და ვადამდელი არჩევნები. 

წერეთელი თვლის, რომ ოპოზიციაში კომპრომისისთვის მზაობა არის. 

საკითხი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის შესხვლას შეეხება. გუშინ, 8 ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა მზაობა, პარლამენტში შესასვლელად, თუმცა ცალკეული დათქმებით. ამის შესახებ მათ განცხადება გამოაქვეყნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system