თავში

დარგალი: ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ

დარგალი: ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ
დარგალი: ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ

"მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა ამდენი საქართველოზე შეყვარებული ადამიანის წინაშე ვიმყოფებოდე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვარ იმ მუნიციპალიტეტიდან, სადაც სხვადასხვა ერები, რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები თანაცხოვრების, ურთიერთსიყვარულის ისტორიულ მაგალითს ქმნიან,"- ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა.

"მე ამ მუნიციპალიტეტის შვილი ვარ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, აქ იზრდებიან ჩემი ბავშვები, და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარება. მე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეული თქვენგანის წინაშე, რომ ვიყო თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მივიდეს თითოეულ ოჯახთან, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ეს პროგრესი და განვითარება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის ჩვენს ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიის ერთიან გუნდს, რომ ერთი წლის წინ, საშუალება მქონდა კენჭი მეყარა მერის არჩევნებში. ზუსტად ერთი წელი გავიდა და მე დღეს მაქვს საშუალება და უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიყო თქვენი ხმა პარლამენტში. მერწმუნეთ მეგობრებო, რომ არა თქვენი უანგარო მხარდაჭერა, თქვენი ნდობა, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვგრძნობდი; ასევე ჩემი უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი რეგიონი განვითარდეს, და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენი გუნდის ღირებულება, მე არასდროს ვიფიქრებდი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ამიტომ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ძალიან ბევრი სირთულე დავძლიეთ,"-  განაცხადა დარგალმა.

ცნობისთვის, მარნეულში, "ქართულმა ოცნებამ" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დარგალი წარადგინა.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა, აღნიშნეს, რომ დარგალი, ადგილობრივების ინტერესების გამტარებელი იქნება საკანონმდებლო ორგანოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system