თავში

დავით ბაქრაძე: ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა

დავით ბაქრაძე: ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა
დავით ბაქრაძე: ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა

 ახლა ამ ეტაპზე მთავარია, რომ ვუზრუნველყოთ ადამიანების უსაფრთხოება, რომ ასეთი რამ სოფელში და რომელიმე სხვა სახლში აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ზედა ჯოჭო მოინახულა.

"ძალიან მძიმე ტრაგედია დაატრიალა სტიქიამ გუშინ ამ სოფელში, 5 ადამიანი არის ამ სოფელში დაღუპული მეწყერის შედეგად და ახლაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და ეძებენ ადამიანებს. მაშველები მუშაობენ, ეძებენ ადამიანებს, ახლა ამ ეტაპზე მთავარია, რომ ვუზრუნველყოთ ადამიანების უსაფრთხოება, რომ ასეთი რამ სოფელში და რომელიმე სხვა სახლში აღარ განმეორდეს და აღარ დატრიალდეს ასეთი ტრაგედია.

მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანაგრძონა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, ძალიან მძიმე ტრაგედიაა. უნდა მივხედოთ ახლა ადამიანებს, მათ, ვინც გადაურჩა ამ სტიქიას, რათა იგრძნონ ყურადღება და არ დარჩნენ ბედის ანაბარა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მოიყოლა. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ოჯახის სამი წევრი, ავტომობილში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system