თავში

დავით ზალკალიანი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება

დავით ზალკალიანი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება
დავით ზალკალიანი იუნესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება

დავით ზალკალიანი საქართველოს ტერიტორიების იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად უნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა“, - წერს ზალკალიანი.

საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system