თავში

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი აშშ-ს და სახელმწიფო მდივანს

დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი აშშ-ს და სახელმწიფო მდივანს
დავით ზალკალიანი: მადლობას ვუხდი აშშ-ს და სახელმწიფო მდივანს

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს.

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, პარტნიორების მსგავი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტრანდარტების დემოკრატიული არჩევნები.

„დღეს მივიღე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საპასუხო წერილი ჩემ მიერ გაგზავნილ მოსაწვევზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აშშ-ის მხრიდან სადამკვირვებლო მისიის მივლინებასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ - უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები. მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით.

მივესალმები სტრატეგიული პარტნიორის მზაობას, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, არსებული რესურსით - საელჩოს სახით და ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მოხალისეების მოზიდვის გზით, მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მზაობას საქართველოს მთავრობასთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიზნით.

პარტნიორების მსგავი შეფასებები და ჩვენი საზოგადოების მზაობა არის მნიშვნელოვანი სტიმული კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს და უზრუნველვყოთ მაღალი სტრანდარტების დემოკრატიული არჩევნები“, - წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system