თავში

დავით ზალკალიანი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება

დავით ზალკალიანი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება
დავით ზალკალიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ზალკალიანი პარლამენტში მისულიყო და კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ „მინისტრის საათის“ განრიგი იცვლება ისე, რომ ზალკალიანი შეთანხმებულზე უფრო ადრე წარდგება დეპუტატების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ზალკალიანის პარლამენტში მისვლას ოპოზიციაც ითხოვდა. საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა.  მათი თქმით, ზალკალიანმა პარლამენტში უნდა განმარტოს, თუ რატომ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს "საზოგადოებისგან ფარულად" და დეპუტატებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რაზე ესაუბრა სერგეი ლავროვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system