თავში

დედას ბუშტი გვიბრუნდება - წულუკიანი

დედას ბუშტი გვიბრუნდება - წულუკიანი
დედას ბუშტი გვიბრუნდება - წულუკიანი

სასაცილოა, რომ ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სერიოზულად ვერ აღიქვამს ვერც სააკაშვილის განცხადებებს და ვერც მათ ავტორს.

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system