თავში

დეგნანი: რუსულ დეზინფორმაციას საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა სერიოზულად ეკიდებიან

დეგნანი: რუსულ დეზინფორმაციას საქართველოს მთავრობა
დეგნანი: რუსულ დეზინფორმაციას საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა სერიოზულად ეკიდებიან

მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე თქმით, რუსეთმა სცადა დეზინფორმაციით სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევა და სავარაუდოა, რომ იგივე მოხდება საქართველოშიც.

"წინასაარჩევნო გარემოში დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა. სასიამოვნოა, რომ ისინი, გარდა ხელის მოწერისა, პროცესებშიც არიან ჩართულები. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი.

ჩემი წინამორბედები ღრმა ინტერესს გამოხატავენ. წუხან საქართველოს წარმატებასა და მომავალზე. ეს ადასტურებს იმას, რაც ბევრმა უკვე იცის, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი დიდი ინტერესია და ზოგადად, საქართველოს ყურადღებით აკვირდებიან, როგორც დემოკრატიულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს წარმატების დიდი მოლოდინი არსებობს

ჩვენ ვიხილეთ დეზინფორმაცია რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნე აქტორებისგან. ეს მოხდა სხვადასხვა არჩევნებზე, ევროპაში და ამერიკაშიც. ამიტომ სამართლიანი იქნება, დავასკვნათ, რომ იგივე განმეორდება აქაც. ვფიქრობ, მთავრობა და საზოგადოებაც ამ თემას სერიოზულად ეკიდებიან. ისინი უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ყალბი ახალი ამბებისა და იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია საზოგადოების დაბნევისკენ, არასტაბილურობის შექმნისა და წარმატებისკენ მიმავალი გზიდან საქართველოს ჩამოცილებისკენ," - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system