თავში

დღეს დეპუტატები უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მოუსმენენ

უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მოუსმენენ
დღეს დეპუტატები უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს მოუსმენენ. 

2003-2006 წლებში შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდგომში კი – თანაშემწედ მუშაობდა. 

2006-2007 წლებში მას მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად. 2011-2015 წლებში იგი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამჟამად ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართელობის კანდიდატია. გეწაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ ოც კანდიდატს შორის მოხვდა. 

მესამე დღეა პარლამენტში უზენაესი სამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. კომიტეტის სხდომაზე უკვე წარსდგნენ კანდიდატები - თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system