თავში

დღეს ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

დღეს ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება - რა მოლოდინი აქვს ოჯახს
დღეს ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

დღეს, ოკუპიებულ ცხინვლში, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება. ზაზა გახელაძე ოკუპირებულ ცხინვალში, უკვ 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება.

როგორც გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი აღნიშნავს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ზაზა გახელაძეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. ის ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

"ჩვენთვის უცნობია, რა სახის სასამართლო პროცესი გაიმართება და რაზე იქნება საუბარი. მე არ მგონია, რომ ზაზა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. ჩემთვის, წარმოუდგენელია, როგორ უნდა იცხოვრო, როდესაც იცი, რომ ის შენს გვერდით არ არის. ისიც ჩვენსავით ელოდება, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იქნებ როგორმე მოხერხდეს და დაჩქარდეს პროცესები, რომ დროულად მოხდეს ზაზას სახლში დაბრუნება, ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system