თავში

პარლამენტის პიკეტირება დღესაც იგეგმება

პარლამენტის პიკეტირება დღესაც იგეგმება
პარლამენტის პიკეტირება დღესაც იგეგმება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას დღეს ისევ გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანოში ბიურო და პლენარული სხდომაა ჩანიშნული. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 საათიდან შეიკრიბებიან.  გარდა ამისა, სასესიო კვირის გახსნისთანავე, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

ცნობისთვის, ოპოზიციას პიკეტირება გუშინაც სურდა, თუმცა პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციის მიერ აღმართული რკინის ჯებირები დახვდათ, რის გამოც პიკეტირების საშუალება არ მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. რასაც სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო კანონმდებლობაზე გადასვლას გერმანული მოდელის მიხედვით ითხოვენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system