თავში

დიდი იმედი გვაქვს, დიალოგი წარმატებით დასრულდება - კობახიძე

დიდი იმედი გვაქვს, დიალოგი წარმატებით დასრულდება - კობახიძე
დიდი იმედი გვაქვს, დიალოგი წარმატებით დასრულდება - კობახიძე

"ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, დიალოგის დასრულებამდე, მოლაპარაკებების დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გააკეთებენ, რადგან დეტალების გაუთქმელობაზე, პარტნიორებთან შეთანხმება აქვთ დადებული. 

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. "ქართული ოცნება", როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან, ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები. მანამდე დეტალებზე განცხადება არ გაკეთდება", - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ჩამოვიდა.

მან პირველი ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

დანიელსონი ასევე, ქართული მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system