თავში

"დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი" - ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

"დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი" - ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის მიზეზებზე საუბრობს
დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი - ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ დატოვა თანამდებობა.

მან აღნიშნა, რომ გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მიიღო. მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა.

„მეგონა საკმაოდ მკაფიო იყო ის განცხადება, რომელიც გუშინ, პარტიის ოფისიდან გავაკეთე. თუმცა მაინც დარჩა ღია კითხვები, რაც შემდგომ სკანდალის საფუძველი გახდა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ახლა ვეძებოთ სკანდალი ან რაიმე სახის დაპირისპირება, მსგავსი არ მომხდარა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, ვინაიდან ვთვლი, რომ როდესაც ერთი ადამიანი სამი წელი არის ერთ ადგილზე, ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებები. თუმცა გამომდინარე პანდემიიდან ასევე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ არ შეიძლებოდა გარკვეული საქმეების მიტოვება და მნიშვნელოვანი იყო მათი დასრულება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system