თავში

დიმიტრი ხუნდაძე: პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით

დიმიტრი ხუნდაძე: პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით
დიმიტრი ხუნდაძე: პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით

პროდუქტიული შეხვედრა იყო და პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, - განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედის შემდეგ. შეხვედრას ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები ესწრებოდნენ.

"შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან.

პროპორციულ საარჩევნო სისტემის გარშემო ვისაუბრეთ, საკმაოდ ბევრი. პროდუქტიული შეხვედრა იყო, პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, თუმცა, ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ. ეს შეთანხმება ჯერ უნდა განიხილონ უმრავლესობაში და შემდეგ გეტყვით, რა შეთანხმება შედგა. პროდუქტიული იყო დღევანდელი შეხვედრა, რადგან სხვა შეხვედრებთან შედარებით, პრინციპულ საკითხებზე იყო შეთანხმება ”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხვალ დილით ჩანიშნულია უმრავლესობის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ,  სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს მაჟორიტარებმა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system