თავში

"დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილია" -კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე

"დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილია" -კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე
დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილია -კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება. 

კობახიძის თქმით, კარლ ჰარცელის განცხადება, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილია.

"როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დიანტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

"ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - განაცხადა ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system