თავში

დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები - კახა კუჭავა

დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები - კახა კუჭავა
დოკუმენტში არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში, რომელიც 6 პუნქტს მოიცავს, ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები, ნახსენები არ არის.

,,ჩვენ იქ ვერ ვნახავთ ვერც ერთ გვარს და, საერთოდ, სიტყვას პოლიტიკურ პატიმრებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეს 6 პუნქტი გახლავთ შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია და ის 6 საკითხი, რომელზეც ის მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ყველამ იცის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ეს არის საკითხი, რომელიც მან მოისმინა ოპოზიციის მხრიდან და მიიჩნევს აუცილებლად, რომ ამ საკითხზე მოხდეს დიალოგი და საბოლოოდ ჩამოყალიბება, არის თუ არ არის და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ამ კუთხით მოხდეს შეთანხმება. იქ არ არის საუბარი, რომ მსგავსი ფაქტი არსებობს, არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები, მით უმეტეს, არც გვარები,"- განაცხადა კუჭავამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივითა და მედიაციით გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system