თავში

დროა, ჯაფარამ პოზიცია გამოხატოს - იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს

დროა, ჯაფარამ პოზიცია გამოხატოს - იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს
დროა, ჯაფარამ პოზიცია გამოხატოს - იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კრიტიკას facebook-ზე კიდევ ერთხელ ეხმიანება.

ხვიჩია წერს, რომ ერთი შეხედვით ყველაზე ლიბერალურმა საზოგადოებამ დაუმსახურებელი ტალახი ესროლა.

"კამპანიის შინაარსი ასეთია, დაგაბრალებენ რაღაც სისულელეს და მიუხედავად იმისა, რომ რაც შენ დაგაბრალეს იმას შენც ხმალამოღებული ებრძვი, დისკუსია აქეთ არ მიდის, უფრო სწორად საერთოდ არ მიდის.

უბრალოდ გლანძღავენ, ხოლო ვითომ შენი გულშემატკივრები რომლებიც არ გლანძღავენ, შენს მაგინებლებს თითქოს გულისტკივილით ეთანხმებიან რო შენ ეს არ უნდა გეთქვა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება ისე რო არავის არ აინტერესებს რეალურად შენ რა თქვი. 

დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია.

უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთ კაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს ლანძღავს.

ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს.
არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეილება ეს ნორმალური იყოს?

აქვე ავღნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს, როგორც წესი ამას ვაღიარებ და ვცდილობ მეორეჯერ არ დავუშვა. ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს".- წერს ხვიჩია.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system