თავში

ზუგდიდში არასრულწლოვანის პორნოგრაფიული ნაწრამის შეძენისთვის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში არასრულწლოვანის ნაწრამის შეძენისთვის მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში არასრულწლოვანის პორნოგრაფიული ნაწრამის შეძენისთვის მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობისა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 1977 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელმაც არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. 

"პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system