თავში

"დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის" - კუბილიუსი

"დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის" - კუბილიუსი
დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის - კუბილიუსი

 "ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის", - ამის შესახებ ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყნების მომავალი პუტინის "დაშოშმინებას" მსხვერპლად შეეწირება.

"პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა. მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ მორიგი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტარტეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინებას სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ამის კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავალით და დასავლეთი დანებდა.

ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით – მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ NATO და ევროკავშირი არ მოუსმენენ რუსეთის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ. ასევე უნდა წავიწიოთ წინ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას.

2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად NATO-მ მიიღო გადაწყეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, ამ დამშვიდებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე 21-ე საუკუნეში და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system