თავში

"ძლივს გადარჩა სიკვდილს" - მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

"ძლივს გადარჩა სიკვდილს" - მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს
ძლივს გადარჩა სიკვდილს - მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, მორიგ წერილს აქვეყნებს. 

ექს-პრეზიდენტი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეს ეხმაურება:

"ავთო წერეთელი ძლივს გადარჩა ისრაელში ონკოლოგიური დაავადების შედეგად სიკვდილს. მე ყველა ამ პერიპეტიის საქმის კურსში ვარ, იმიტომ რომ ავთო ძალიან ახლობლობდა ბებიაჩემ მზია წერეთელთან და მეც კარგად ვიცნობ.

ახლა რასაც შვრება ივანიშვილი მის აუცილებელ პროცედურებზე არგაშვებით, არის პირდაპირი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო შემსრულებლებს სინდისი თუ არ აწუხებთ, პასუხისმგებლობის მაინც არ ეშინიათ?

ჩემი სრული სოლიდარობა TV პირველის გმირულ კოლექტივს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system