თავში

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. 

რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად „კლანის“ ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში,- ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. 

„ქართულ ოცნებას" ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. "კლანმა" გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე "ქართული ოცნების" უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ. რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ - მეტი. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი.

ანრი ოხანაშვილი "კლანის" უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს. დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ გამოსავლის გზებზე ვიფიქრო,"- განაცხადა ბესელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system