თავში

,,ელჩების მომზადებული დიალოგი ჩაიშალა" - გრიგოლ ვაშაძე

,,ელჩების მომზადებული დიალოგი ჩაიშალა" - გრიგოლ ვაშაძე
,,ელჩების მომზადებული დიალოგი ჩაიშალა - გრიგოლ ვაშაძე

პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ მისი სკანდალური განცხადების გაკეთების მოტივი განმარტა და მიზეზებზე ისაუბრა. 

ვაძაძის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო დიალოგი, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.

,,ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ,,ღამის კურიერში".

ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი განაცხადეს, რომ მიმართვის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და გრიგოლ ვაშაძეს განცხადება პარტიასთან არ შეუთანხმებია.

ამის შემდეგ ვაშაძემ საკუთარი განცხადების შესახებ დამატებითი განმარტება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system