თავში

ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება
ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

მოძრაობა დროას დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. 

ელენე ხოშტარიას კანდიდატურა პრეზენტაციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა. 

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მიუხედავად მისი პარტიული ინტერესისა, ის საკრებულოში მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით, მერი და საკრებულო იქნება სხვადასხვა პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი კანდიდატები, მრავალპარტიული კანდიდატები. მიუხედავად ჩემი პარტიული ინტერესისა, მე დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს, რომ სხვადასხვა უბანში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება იყოს ასახული საკრებულოში.

ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა, ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა, დღეს არის ცვლილებების დრო, დღეს არის გამარჯვების დრო“ , - განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ახლა ცვლილებებისა და გამარჯვების დროა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, საერთო ბრძოლას აცხადებენ. 

"დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე... ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს "ოცნების" მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი", - ამბობს ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system