თავში

ელისაშვილი, როგორც ჩანს, საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად - კაპანაძე

ელისაშვილი, როგორც ჩანს, საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად - კაპანაძე
ელისაშვილი, როგორც ჩანს, საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად - კაპანაძე

როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, ამისთვის საბაბად მან კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა, - ასე გამოეხმაურა "ვეროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის დღევანდელ განცხადებას. 

კაპანაძის თქმით, გაუგებარია ელისაშვილს ოპოზიციაში განხეთქილება რატომ შემოაქვს და თუ მას პარლამენტში შესვლა უნდა ამის შესახებ უნდა თქვას.

"თქვა, რომ ჩვენ თურმე ფულის აღება დავაბრალეთ და თითქოს, საბოტაჟს ვეწევით. მსგავსი არაფერი ყოფილა არასდროს. ძალიან სამწუხაროა, როგორც ჩანს, ელისაშვილი საბაბს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, ამისთვის საბაბად მან კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა, რაც მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ შედის. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რადგან ეს არჩევნები გაყალბდა და ხალხს ნება წაართვეს თავისუფალ არჩევნებზე. თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაიმეს გაუმჯობესების შედეგად, უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს, თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყოო, "გაუპრავოს" ივანიშვილს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, თქვას. რატომ შემოაქვს ოპოზიციის შიგნით ასეთი განხეთქილება, გაუგებარია და ეჭვებს აჩენს მის ზრახვებზე", – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟს ეწევიან რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system