თავში

ელისაშვილი: ხმა უკეთეს საქართველოს მივეცი

ელისაშვილი: ხმა უკეთეს საქართველოს მივეცი
ელისაშვილი: ხმა უკეთეს საქართველოს მივეცი

ხმა მივეცი უკეთეს საქართველოს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რთული დღე იქნება, თუმცა ქართველი ხალხი უკეთესი საქართველოსთვის გადადგამს ნაბიჯს. 

,,ხმა მივეცი უკეთეს საქართველოს, მე მაქვს ჩემი თავის იმედი და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვის და უკეთესი საქართველოსთვის. დღეს რთული, საომარი და საბრძოლო დღე გვექნება, მაგრამ საერთო ჯამში, ამაღამ უკეთესი საქართველოსთვის გადავდგამთ ნაბიჯს. ამაში ძალიან ვარ დარწმუნებული", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ყველაფერი, რაც 2020 წლის არჩევნების შესახებ უნდა ვიცოდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system