თავში

ელიზაბეთ რუდი: დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა

რუდი: დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა
ელიზაბეთ რუდი: დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგი უნდა იყოს შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილებების მოძებნა და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა. ამის შესახებ მან „ბილტმორში“ მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მას შემდეგ პრორპიციულ სისტემაზე გადასვლა 2020 ისთვის ვერ მოხერხდა, როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად გამოთქვა იმედი და მოუწოდა პოლიტიკოსებს დიალოგისკენ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ მხარეები მოახერხებენ სხვადასხვა შესაძლებლობისა და გადაწყვეტილების მოძებნას და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვას.

მოხარული ვარ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო შეხედულებებს. ჩვენც აქ ვართ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოავლენენ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system