თავში

"ეს არის ფარსი და ტყუილი" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს არის ფარსი და ტყუილი" - ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არის ფარსი და ტყუილი - ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის ფარსი და ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ხელმოწერის ფასი ნულია.

"ეს არის ფარსი და ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, რაც მათ ჩაიდინეს. ხომ ნახეთ იგივე ამერიკელი სენატორების გამოხმაურება, რომ ეს დაგვიანებულია და არავითარი ფასი ამ რაღაც ხელმოწერას არ აქვს. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებოდით ამ შეთანხმებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავედით ამ შეთანხმებიდან, რა თქმა უნდა, ეს თემა ამოწურულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი 2 სექტემბერს მოაწერა.

პარტიამ გადაწყვეტილების შესახებ პირველ სექტემბერს განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა.

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მაშინ ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

პარტიამ მთავარ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ დოკუმენტს ენმ ხელს არ აწერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system