თავში

ეს კანონპროექტები ვაჭრობისთვის არ გამოდგება - დეკანოიძე

ეს კანონპროექტები ვაჭრობისთვის არ გამოდგება - დეკანოიძე
ეს კანონპროექტები ვაჭრობისთვის არ გამოდგება - დეკანოიძე

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება, დაფინანსებისა და რეგისტრაციის მოხსნის კანონპროექტებთან დაკავშირებით მათ იციან, ამიტომ ეს კანონპროექტები, თუნდაც, შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციას თავისი კონსესუსი უკვე აქვს. 

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთს საუბრობს, როგორც სამართლებრივ ჩარჩოში არსებული ადამიანი, რომელიც გაცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, მას არ გააჩნია პოლიტიკური ლიდერშიფი, მის გარშემო ყველა ადამიანი არის ერთი, ესენი არიან ერთი ადამიანის გზავნილების გამტარებელი, ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგები. ფაქტია, რომ ძალიან რეპრესიული კანონები დააანონსეს, მათ შორის რეგისტრაციიდან ჩახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასეთი შინაარსობრივი სახე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ჩვენ ჩვენი კონსენსუსი უკვე გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკითხთან, რომლებიც ეხება სწორედ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას“, –-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დღეს,პირველი მოსმენით მიიღო. ამასთან, ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system