თავში

ეს მართლაც სამწუხაროა - მაიკლ კარპენტერი

ეს მართლაც სამწუხაროა - მაიკლ კარპენტერი
ეს მართლაც სამწუხაროა - მაიკლ კარპენტერი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება სამწუხაროა.

კარპენტერის თქმით, შეთანხმება ხელს უწყობდა დემოკრატიულ პროცესებს.

"ეს ძალიან სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თანაბარ პირობებს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქედან გავიდა", წერს კარპენტერი Twitter-ზე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ოპოზიციის არაკონსტრუქციულობის პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტმა თავი ამოწურა და შეთანხმება ანულირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system