თავში

ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - მიხეილ გალერი

ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ
ეს მნიშვნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - მიხეილ გალერი

ევროპარლამენტარმა მიხეილ გალერმა არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო მომწიფებული და მშვიდი საარჩევნო დღე, რაც მნიშნელოვან წილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

მსურს მთელი გულით მივულოცო ქართველ მოსახლეობას, რადგან მაღალი აქტიურობა იყო არჩევნებში. თქვენ ფაქტობრივად გამოიყენეთ თქვენი დემოკრატიული უფლება, რომ აგერჩიათ ადგილობრივი კანდიდატი. ფაქტობრივად, ეს ცხადყოფს, რომ გსურთ, თქვენი ხმა იყოს გაჟღერებული და ეს აისახოს იმაში, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. 

რასაკვირველია, ჩვენთვის საქართველო გახლავთ მთავარი პარტნიორი. ჩვენ კარგად ვუწყით ასოცირების ხელშეკრულების და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ ხელმოწერაზე. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას, რომ ის გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი. 

გასული წლები თქვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული გახლდათ, არამხოლოდ პანდემიის გამო, არამედ ძალიან დიდხნიანი პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რომელიც ჯერჯერობით კიდევ არ არის ეფექტიანად მართული და ამ ყველაფერმა სიტუაცია გაამწვავა. თავისუფალი და კონკურენტული გარემოს არარსებობა, რასაკვირველია ხელს უშლის კანდიდატებს, რომ იმოღვაწეონ თანაბარ გარემოში, ეს უკავშირდება ასევე კომპეტენტურ უწყებებს, რომ დაშინების ფაქტები გამოიძიონ ეფექტიანად. 

ასევე, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე, არ უნდა მოხდეს ამ დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელება", - განაცხადა გალერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system