თავში

ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა - შარლ მიშელი

ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა - შარლ მიშელი
ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. 

როგორც მიშელმა პრემიერ-მინისტრთან და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების  მთავარი ნაწილია და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. 

„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ კონსულტაციების შედეგებს სრულად არ ასახავს. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.

მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება - პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა თავის ვალდებულებას ასრულებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system