თავში

"ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას" - თინა ხიდაშელი

"ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას" - თინა ხიდაშელი
ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წინასაახალწლოდ "ოცნებას" რომ ინსპექტორის გაუქმების გეგმა ჩაეშალოს, ეს ნამდვილად შეუძლია ოპოზიციას. 60-იოდე პარლამენტარმა ტრიბუნა რომ გამოიყენოს, შეკითხვა დასვას, მოსაზრება გამოთქვას მათემატიკის ამბავია, ვერ გაიტანდა კენჭისყრაზე "ოცნება" კანონპროექტს.

მაგრამ ოპოზიციის ნაწილს, როგორც ყოველთვის, როგორც ჩანს ასეთი საკითხები არ აინტერესებთ, ინდივიდუალური ქვეყნის საჭიროებისფან დაცლილი დღის წესრიგი აქვთ.

 არადა იშვიათად მიეცემათ ხოლმე ასეთი შანსი, მაგრამ რაც უფრო ცუდად იქნება საქმე უკეთესია პრინციპით მოქმედებენ მხოლოდ", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტმა, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system