თავში

ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა - კობახიძე

ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა - კობახიძე
ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს არ იქნება სანქცია და სანქციებზე ლაპარაკი იქნება სრული სპეკულაცია.

"ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში, მოსალოდნელთან შედარებით, დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ "ქართულ ოცნება" მოქმედებს, ერთი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. დანარჩენს გადაწყვეტენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები". - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system