თავში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დილიდან ოფიციალურ შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში მას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ხვდება.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

შარლ მიშელს ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.

შარლ მიშელი, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system