თავში

"ევროპული საქართველო" არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს

"ევროპული საქართველო" არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს
ევროპული საქართველო არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ევროპული საქართველო" თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიასა და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ ევროპული საქართველო ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალები, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ხოლო ვიცე-მერის პოსტს ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system