თავში

ფაიგ გულიევმა და გიორგი პერტაიამ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს თანამშრომლობა განიხილეს

ბა განიხილეს
ფაიგ გულიევმა და გიორგი პერტაიამ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს თანამშრომლობა განიხილეს

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი შეხვდა საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გიორგი პერტაიას.

ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნეს წრეების როლს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებაში და ხაზი გაესვა ამ სფეროში რეგულარული ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, მათ შორის ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარება, ასევე ამ ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაცვლა და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა.

ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობის გაგრძელება, ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების მზარდი ინტერესის და პოტენციალის გათვალისწინებით აღინიშნა, რომ ბაქოში აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნეს ფორუმის ჩატარება ბიზნეს წრეების მონაწილეობით შეიძლება სასარგებლო იყოს უახლოეს მომავალში,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system