თავში

ფრაქცია "ლელომ" პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა

ფრაქცია "ლელომ" პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა
ფრაქცია ლელომ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა

ფრაქციამ "ლელო - პარტნორობა საქართველოსთვის" პარლამენტში ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიცირა.

6 პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება. რეზოლუციის ინიციატორები და ხელმომწერები არიან სალომე სამადაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი, თუმცა ინიციატივას ფრაქციის ყველა წევრი იზიარებს და უჭერს მხარს.

როგორც ფრაქციაში ამბობენ რეზოლუციის მიღების აუცილებლობა განაპირობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო დროინდელმა განცხადებამ და ზოგადად რუსეთის ნეგატიურმა გააქტიურება ამ მიმართულებით. "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ამბობენ, რომ პარლამენტმა უკიდურესი შეშფოთება უნდა გამოხატოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეზავუირების მოთხოვნის გამო.

ფრაქცია "ლელო - პარტნორობა საქართველოსთვის" მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს, რათა გაძლიერდეს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგი. ასევე, გამოყენებულ უნდა იქნას ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტიტუციური მექანიზმი, რათა დაჩქარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სათანადო დონეზე აყვანა და სრულყოფილ იქნას ნატოსთან თავსებადობა, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სწრაფი უზრუნველყოფის მიზნით.

ფრაქცია "ლელოს" რეზოლუციის პროექტის განხილვის დაჩქარების საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ დააყენა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, იმავე სხდომაზე აღნიშნა, რეზოლუციის პროქტი შესაძლოა მომავალ კვირასვე ჩაეშვას კომიტეტში განსახილველად და უახლოეს დროში გავიდეს პლენარულ სხდომაზე, მის მიღებას პარლამენტში, როგორც ოპოზიციის ისე მმართველი ძალის დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

რეზოლუცია მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

რეზოლუციის ტექსტი სრულად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system