თავში

გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებთან
გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და 84 სახელმწიფო შეადგინა.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system