თავში

"გაფრთხილებთ, აუცილებლად აგებთ პასუხს " - მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს

"გაფრთხილებთ, აუცილებლად აგებთ პასუხს " - მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს
გაფრთხილებთ, აუცილებლად აგებთ პასუხს  - მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, გორის ჰოსპიტლის სანიდან საქართველოს დროშის გადმოფენაში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები ხელის შეშლას და მის წართმევას ცდილობდნენ. 

"იუსტიციის მინისტრს"

გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.

პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.

ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.

ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.  

ცნობისთვის, გუშინ, 21 დეკებერს,ჰოსპიტლის პალატის გისოსებიდან მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხელით დახატული საქართველოს დროშა გადმოფინა და მხარდამჭერებს მიესალმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system