თავში

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ დროშის გადმოფენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ დროშის გადმოფენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ დროშის გადმოფენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

მესამე პრეზიდენტის მიერ დახატაული საქართველოს დროშის პალატიდან გამოფენის გამო, იუსტიციის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უწყებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ოქმი შეადგინა, ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს. 

მისი ცნობით, ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს ოქმზე ხელი არ მოუწერია, ამიტომ უცნობია, გარკვეული სამართალდარღვევა დააფიქსირა სამინისტრომ, თუ ეს ოქმი უბრალოდ ფაქტის მოკვლევას ეხება. ადვოკტის თქმით, ოქმის ასლი ჯერ მათთვის არ გადაუციათ.

ცნობისთვის, გუშინ, 21 დეკებერს, ჰოსპიტლის პალატის გისოსებიდან მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხელით დახატული საქართველოს დროშა გადმოფინა და მხარდამჭერებს მიესალმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system