თავში

"გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში" - ხაზარაძე

"გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში" - ხაზარაძე
გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში - ხაზარაძე

გიორგი გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას, რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება, მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

მოიტყუე – წერილზე
მოიტყუე – ანაკლიაზე
მოიტყუე – ბადრიზე
მოიტყუე თან ბევრი,

გელოდები პირდაპირ ეთერში…“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გახმაურებულ მუქარის წერილსა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system