თავში

"გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს, ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ?" - ანა დოლიძე

"გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს, ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ?" - ანა დოლიძე
გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს, ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ? - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას გამოწვევას ეხმაურება.

"გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს. და ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ? 

ქართულ ჯიგრულ პონტში. რა სამარცხვინოა", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

როგორც ექს-პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის მზადა არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system