თავში

გახარია იუნკერებზე: ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა

გახარია იუნკერებზე: ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ
გახარია იუნკერებზე: ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს საბოლოო ოკუპირება, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არც ერთი წამით არ გაჩერებულა.

ოდესაც ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ამის შემდგომ ყველა წელს, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შეეწირა იმ ბრძოლას, იუნკერებმა რომ ჩაუყარეს საფუძველი. ასეთი ძალიან ბევრი იყო. 1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს. ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო 1918 წელს, რომელიც, მიუხედავად ბევრი შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლისა, შეწყდა 1921 წელს და შემდგომ გაგრძელდა. ეს ის თაობათა შორის კავშირია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა და როგორი უნდა იყოს მათდამი პატივისცემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ უნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system