თავში

გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინეს - VIDEO - განახლებულია

გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინეს
გახარია პრემიერის პოსტზე წარადგინეს - VIDEO - განახლებულია

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა პოლიტსაბჭოს ერთსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ.

გახარია დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

ორ თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით. აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

გიორგი გახარია 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას. ამავდროულად ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ემთხვევა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც ხალხმავალი აქციები მოჰყვა, ასევე პანკისის სპეცოპერაცია, ზვიად რატიანი საქმე და ბოლოს 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამე, როდესაც საპროტესტო აქციების დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი, ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისიდან უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2016 - 2017 წლებში ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2014- 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი. უფრო ადრე, 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე გიორგი გახარია იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.

საქართველოში მაღალი რანგის თანამდებობებზე დანიშვნამდე, 2008-2013 წლებში გახარია იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2006-2009 წლებში ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორის რანგში თანამშრომლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system