თავში

გახარია ყოველთვის მომწონდა, ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო "ოცნებაში" - ანზორ მელია

გახარია ყოველთვის მომწონდა, ის ერთადერთი ნათელი
გახარია ყოველთვის მომწონდა, ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ოცნებაში - ანზორ მელია

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ სიტუაციაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავიდან აიცდინა ქართველებს შორის სისხლისღვრა, - ამის შესახებ Report.ge-ს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მამამ და კლინიკა "გულის" დამფუძნებელმა, ანზორ მელიამ განუცხადა.

ანზორ მელიას თქმით, მისი შვილის დაკავება უკვე შეუძლებელია, რადგან ხელისუფლებამ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა და ხალხი ამის საშუალებას აღარ მისცემს.

"ქართულ ოცნებაში" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გიორგი გახარია, ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ სიტუაციაში მიიღო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და თავიდან აიცდინა სისხლისღვრა და დაპირისპირება ქართველებს შორის. მე ყოველთვის მომწონდა გახარია და მისი გადადგომით "ქართულმა ოცნებამ" რეიტინგი გაანულა უკვე. ვის? კობახიძეს და მდინარაძეს ქართველი ხალხი მისცემს ხმას? მხოლოდ გახარიას აძლევდნენ და გახარია იყო ავტორიტეტი. ის ჩვენთვისაც ავტორიტეტი იყო, მე მასთან პირადი შეხვედრა მქონია და ვგრძნობდი, რომ გახარია იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი.

ნიკა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით არ მოქმედებს, ეს ახალი "ეროვნული მოძრაობაა", მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა საქართველოს დასაცავად. არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა რომ გავრილოვმა ჩვენი შვილები დაიჭიროს. ამის უფლებას ჩვენ ვერ მივცემთ და ჩვენ რუსეთის მონები არ ვართ, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გაბრწყინდეს. ნიკას ვერ დააკავებენ, მათ გაუშვეს ეს მომენტი ხელიდან და ხალხი ამის საშუალებას არ მისცემს", - განუცხადა Report.ge-ს ანზორ მელია. 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system