თავში

გახარია: საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

გახარია: საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება
გახარია: საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც შენარჩუნდეს. შესაბამისი კანონის მიღებაზე საქართველოს პარლამენტი უკვე მუშაობს.

„რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად, ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით ყიოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი“ - განაცხადა პრემიერმა. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა ხვალ, 22 მაისს იწურება.

ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system