თავში

გახარია: სამეზობლოში ომი საქართველოსთვის უდიდესი რისკია

გახარია: სამეზობლოში ომი საქართველოსთვის უდიდესი რისკია
გახარია: სამეზობლოში ომი საქართველოსთვის უდიდესი რისკია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაურკვევლობა და კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.

კითხვაზე, იყო თუ არა გამოხმაურება მხარეების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა, გახარიამ განმარტა, რომ იქნება გამოხმაურება თუ არა, საქართველო ყოველთვის მზაობას გამოხატავს და თავის წვლილს შეიტანს მშვიდობის დამყარებაში.

„როდესაც ჩვენს სამეზობლოში ნამდვილი ომი მიმდინარეობს, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გვექნება გამოხმაურება თუ არა, რომ ჩვენი შესაძლებლობები, მზაობა გამოვუხატოთ ჩვენს მეზობლებს და რა შესაძლებლობაც გვაქვს, ის წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ყველას კარგად გვესმის, რომ როცა რეგიონში მიმდინარე ომზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი. საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველომ ხელისუფლებამ სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system